"ასეთი აუწონავი და გულუხვი საჩუქარი არავის გაუკეთებია...რომ ამოვიდა ქშინავდა, მცოდნოდა ასაკი, თავად ჩავიდოდი"
"ასეთი აუწონავი და გულუხვი საჩუქარი არავის გაუკეთებია...რომ ამოვიდა ქშინავდა, მცოდნოდა ასაკი, თავად ჩავიდოდი"
ხელოვნების სასახლის მუზეუმს, მოხუცმა ბებომ 500 ლარი შესწირა. ამის შესახებ საზოგადოებას მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა გიორგი კალანდიამ სოციალური ქსელით აცნობა:

"სასახლის მესამე სართულზე რომ ამოვიდა ქშინავდა, მომერიდა ასეთ მდგომარეობაში მისი ნახვა, რომ მცოდნოდა ასაკი, თავად ჩავიდოდი, არადა მითხრეს ჩვეულებრივ მოქალაქეს უნდა შეხვედრაო.... დიახ, ერთი ჩვეულებრივი ბებოა, თითქოს არაფრით გამორჩეული,დაახლოებით 70 წლამდე იქნება, ან ცოტა მეტი... დღევანდელ დღეს არავის ულხინს, ალბათ არც მას...თუმცა ის ყველაზე უცნაური და მოულოდნელი "თხოვნით" მოვიდა, 11 წელია
ამ მუზეუმის დირექტორი ვარ და ასეთი გულწრფელი, ასეთი აუწონავი და გულუხვი საჩუქარი არავის გაუკეთებია... მან მუზეუმს 500 ლარი შესწირა, გვთხოვა ეს მისი შესაწირავი უხამუროდ მიგვეღო... თავიდან ვიუარეთ, ძალიან ეწყინა, თვალები აუწყლიანდა, "შვილმა დამიტოვა ეს ფული, მე კი მინდა ჩემს სამშობლოს მივეხმარო და თქვენ ნუ ამიკრძალავთო"-
მითხრა და უარი უკვე ვეღარ შევბედე.... კატეგორიულად ამიკრძალა მისი სახელის გახმიანება, უანგარო ქველმოქმედება გაიღო და უხმაუროდ წავიდა.... რა მაგარი ქვეყანაა ხომ საქართველო?! მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მიუტევებელი ხარვეზებიც ახლავს ჩვენს თანამედროვეობას, ჩვენში არიან ისეთები, რომლებიც ეპოქას ქმნიან, ეპოქას რომელმაც საქართველო აუცილებლად გამარჯვებასთან უნდა მიიყვანოს", - წერს გიორგი კალანდია.







გოგა
16 იანვარი 2020 23:45
„ქშინავდაც" არ იყო კორექტული ნათქვამი.
xx
16 იანვარი 2020 10:54
70 წლის რატომ არის ბებო?
ნინო
16 იანვარი 2020 10:26
გული გამითბა ... ასეთი ადამიანების არსებობით მოვიდა საქართველო დღემდე ...ისე საინტერესოა ასეთ სტატიებს რატომ არ ეხმაურება ხალხი

რუბრიკის სხვა სიახლეები
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები