"ერთი თბილი სიტ­ყვაც კი მთელი დღის განწყობას მიცვლის"
"ერთი თბილი სიტ­ყვაც კი მთელი დღის განწყობას მიცვლის"
"კომპლექსებს ის ადამიანები გვიქმნიან, რომლებიც ჩვენ გარშემო ტრიალებენ. მე საკუთარი თავი ისეთი მივიღე, როგორიც ვარ, რაც მთავარია, ვცდილობ, არ ჩავჯდე სახლში"

25 წლის მარიამ სადღობელაშვილი ევროპის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. სიცოცხლით სავსე გოგონა მუდამ სითბოსა და სიყვარულს ასხივებს. მიუხედავად დაბრკოლებებისა, განწყობას არასდროს იფუჭებს და ცდილობს სტიმული სხვებსაც მისცეს.

- ორი კვირის ვიყავი, როდესაც სეფსისი აღმომაჩნდა, რამაც მარცხენა ფეხის ბარძაყის ამოვარდნა განაპირობა. 15 ურთ­ულესი ოპერაცია გამიკეთეს. პირველად, თვეების რომ ვიყავი, ბოლო
კი 18 წლის ასაკში. ჯერჯერობით არ შეიძლება ახალი ოპერაციის ჩატარება, რადგან ძვლის მდგო­მარეობა არ არის ხელსაყრელი.

ჩემს მშობლებსა და ძმას დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბე­ბაში. ყველ­აფერს აკეთებენ, რომ ბედნიერი­ ვიყო. რთული პერიოდები ერთად გადავლ­ახეთ. ყველას გვჭირდება გვერდით ისეთი ადამიანები, ვინც დადებით ემოციებს იწვევენ
ჩვენში.

- ყველაზე რთული პერიოდი როდის გქონდა?
- ბავშვობაში, რადგან ყველაფერი გულთან ახლოს მიმქონდა, მერე გავიზარდე­ და ნელ-ნელა გავიაზრე, რომ ცხოვრება არ მთავრდება. ერთხანს სკოლაში ვერ დავდიოდი. კლასელებს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემ მიმართ, დიდი სიყვარულით მეგებებოდნენ.
ბევრს უკვირს, როგორ ვახერხებ ამდენი­ დადებითი ემოციის გამოხატვას. კომპლექსებს ის ადამიანები გვიქმნიან, რომლებიც­ ჩვენ გარშემო ტრიალებენ. მე საკუთარი თავი ისეთი მივიღე, როგორიც ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, ვცდილობ ადამი­ანებთან ვიკონტაქტო და რაც მთავარია, არ ჩავჯდე სახლში. აი, ამ დროს ვიღაც ფიქრობს, ასე როგორ იქცევაო, როგორ გადაადგილდებაო? კიდევ უფრო უხერხ­ული ის არის, როდესაც ამას პირდაპირ გახლიან და სწორედ ასე შეიძლება დაკომპლექსდე.

ყველას, ვინც რაღაც მიზეზის გამო შინ იკეტება, ვურჩევ გარეთ გამოვიდნენ, ადამიანებს ეკონტაქტონ და საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრონ. ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება მშვენიერია და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ მისგან. რაც შეეხება კომპლიმენტებს, ერთი თბილი სიტ­ყვაც კი მთელი დღის განწყობას მიცვლის. თუ უფრო მეტ სიყვარულს, სიკეთეს გამ­ოვხატავთ, ერთმანეთს გავაბედნიერებთ.

- გარეგნობას ხშირად­ იცვლი?
- ერთფეროვნება არ მიყვარს. ვარცხნილობასა და თმის ფერს ხშირად ვიცვლი. ძალიან მომწონს ნათელი ტონები,­ აი, მაგალითად, წითური. მაკიაჟსაც თვითონ ვიკეთებ და სიმართლე გითხრათ, მაინტერესებს ეს საქმე. სიამოვნებით ვისწავლიდი.

- 2020 წლისთვის რა მიზნები გაქვს?
- ძალიან მინდა ჩემი ყავის სახლი მქონდეს და მუდამ მოღიმარი ადამიანების გარემოცვაში ვიყო.

ნათია სიბაშვილი
...
14 თებერვალი 2020 13:47
აგსრულებოდეს ყველა ოცნება ლამაზო და საყვარელო მარიამ❤
მერი ბანცაძე
14 თებერვალი 2020 08:35
ყველაზე პოზიტიური, საყვარელი და თბილი გოგო ხარ მარიამ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა