როგორ გადარია რაჭულმა შქმერულმა იაპონელები
24-01-2020
როგორ გადარია რაჭულმა შქმერულმა იაპონელები
იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ლეჟავამ თანამშრომლებთან ერთად შქმერულის დაგემოვნებისას სამახსოვრო ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც "ტვიტერზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კითხულობენ, რა კერძია,
სად შეგვიძლია დავაგემოვნოთო.

- ბოლო პერიოდის იაპონურ პრესას, ბლოგებს, სოციალურ ქსელში გამოხმაურებებს გავეცანი და შემიძლია თამამად ვთქვა - იაპონელებმა შეიყვარეს ჩვენი შქმერული. სხვადასხვა გამოცემა წერს, რომ ეს ქართული კერძია, აღწერილია, სად მდებარეობს საქართველო, რომ ქართული კერძები მსოფლიოში საუკეთესოა და აღნიშნულია ისიც, რომ საქართველო ტოჩინოშინის
სამშობლოა.

როგორც "მაცუია" "ტვიტერზე" წერს, დეკემბრის შუა რიცხვებში სასინჯად რამ­დენიმე რესტორანში დაიწყეს შქმერულის გაყიდვა და არც ერთი უარყოფითი შეფ­ასება არ მიუღიათ. მომხმარებელი ძალიან დაინტერესდა, მათთვის ეს კერძი გემრიელი და ეგზოტიკურია. ამის მერე "მაცუიას" გვერდზეც გაჩნდა განცხადება: "მალე "შქმერულს ჩვენი ქსელის ყველა ობიექტში შევთავაზებთ მომხმარებელს. თუ
მხარს უჭერთ ჩვენს იდეას, მოგვ­წერეთ". "მაცუიას" ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ზოგი წერდა, რომ ძალიან მოეწონა ეს კერძი, ზოგიც, როგორ წავიდა­ სხვადასხვა ადგილას შქმერულის დასაგემოვნებლად. მეც ბევრ კომენტარს გავეცანი - ერთი წერს, ისეთი გემრიელი იყო, ნერწყვს ახლაც ვერ ვიკავებ, ისევ მინდა მისი ჭამაო. მეორე "მაცუიას" ულოცავს, ძალიან გემრიელი კერძიაო, მესამემ, ისე მომეწონა, მეორე ულუფაც შევუკვეთეო, მეოთხემ - უცხო კერძების გასინჯვა არ მიყვარს, მაგრამ ისეთი მადისაღმძვრელი ჩანდა, თავი ვერ შევიკავე­ და ჩემი საყვარელი კერძების ნუსხაშიც შევიტანეო.
მოკლედ, "მაცუიამ" 14 იანვარს დაპი­რება მართლაც შეასრულა და შქმერული­ უკვე მის 1100-ზე მეტ ფილიალში იყიდება­ (ქსელი წელიწადში 893 მილიონ დოლარს ვაჭრობს).

- როგორც ვიცი, ნიორს მაინცდამაინც არ მოიხმარენ იაპონურ სამზარეულოში.
- ისე ხშირად არა, როგორც ჩვენ, მაგრამ ძალიან მოეწონათ ნივრით გაჯერებული ქართული კერძი. შქმერული სპეციალური სადგამით ცხელ-ცხელი მიაქვთ შემკვეთთან. მასთან ერთად მენიუში შედის ბრინჯი, სალათა და პატარა მათლაფით მისოშირო - ზღვის პროდუქტების წვნიანი.
"მაცუიას" ქსელი, სადაც შქმერულს მიირთმევენ იაპონელები, ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. ეს არის იაპონელების ფასტფუდი, ოღონდ ჯანსაღი. იყიდება მხოლოდ ბრინჯის, მოშუშული ხორცის, ბოსტნეულისა და ზღვის პროდუქტების კერძები, სალათები. ეს შედარებით იაფი რესტორნების ქსელი 24 საათს მუშაობს. თითქმის ყოველდღიურად ოჯახებით დადიან. მაგალითად, 5 დოლარად ერთი კაცი მშვენივრად დანაყრდება. შქმერული ძვირია - 7 დოლარს აღემატება.

იაპონიაში საქართველოზე შემეცნებითი ტელეგადაცემები გადის. იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ლეჟავა თანამშრომლებთან ერთად წავიდა შქმერულის დასაგემოვნებლად, სამახსოვრო ფოტოც გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამას "ტვიტერზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კითხულობენ, რა კერძია, სად შეგვიძლია დავაგემოვნოთო.

- იმდენი თანხმოვანია ამ კერძის დასახელებაში, ვერ დავიჯერებ, რომ იაპონელები­ იოლად გამოთქვამენ...
- უჭირთ. ჟურნალისტებსაც ეშლებათ.ერთგან წერდნენ, არ აგერიოთ, რამდენიმე სტატიაში ამ კერძს "შუკუმერუკური" უწოდეს, ეტყობა, მერკურით იმახსოვრებენ,­ სინამდვილეში კი "შუკუმერური" ჰქვიაო.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები