"ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ისევ იმავე მამაკაცს გავყვებოდი ცოლად"
29-01-2020
"ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ისევ იმავე მამაკაცს გავყვებოდი ცოლად"
"ძალიან ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან. ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს"

როგორც უმრავლესობისთვის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ეკა ჩხეიძისთვისაც ახალი წელი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ვისთან ერთად იზეიმა მსახიობმა ეს დღესასწაული, ვინ არის მისი ცხოვრების მთავარი მამაკაცი,­ ამ და სხვა საინტერესო თემებზე ეკა ჩხეიძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა.­


- მსახიობის პროფესია ისეთია, როდის რას შემოგთავაზებენ, არ იცი. ვერაფერს დაგეგმავ, თუმცა დეკემბერში პრემიერა მქონდა, ტენესი უილიამსის პიესა
"ვარდის სვირინგში" მთავარი როლი ვითამაშე­ - ანუ 2019 წელი ახალი როლით დავასრულე. ეს წელიც საინტერესოდ დაიწყო. თემურ ჩხეიძე დგამს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს, სადაც მეც მერგო საინტერესო როლი, უკვე დავიწყეთ რეპეტიციები.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?
- ჩემი შვილი მილანში ცხოვრობს და მუშაობს, ახალ წელს გვესტუმრა და
ოჯახმა ერთად ვიზეიმეთ. გვიყვარს ახალი წლის სახლში შეხვედრა. დედაჩემიც ჩემთან მოდის, ჩემი დაც, რომელიც ვენაში ცხოვრობს, მევიოლინეა, თუმცა წელს ვერ ჩამოვიდა, კონცერტები ჰქონდა. ძალიან მიყვარს ახალი წლის დღესასწაული, 12-ს რომ წუთები აკლია, გავდივარ სახლიდან და ახალი წლის დადგომის შემდეგ შემოვდივარ.

პირველში ჩვენი დიდი ოჯახი მამაჩემთან ვიკრიბებით. სუფრასთან იმდენი ვართ, ვინ ვისი შვილი, ცოლი და ქმარია, ვერ გაიგებ, მაგრამ ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.

- შთამომავლებიდან რომელს უფრო ამსგა­ვსებენ მედეა ჩახავას?
- ყველა რაღაცას იჩემებს, ზოგი ამბობს, მე მაქვს მედიკოს ცხვირი, ზოგი, მე ტუჩ-კბილიო, რა ვიცი, აბა... თვითონ ამბ­ობდა, შენ მგავხარო. ძალიან უნდოდა მასავით მსახიობი ვყოფილიყავი. ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც, ეკა ჩემი საქმის გამგრძელებელი იქნებაო.

- პროფესია გასაგებია, ჰობი თუ გაქვთ?
- მოგზაურობა მიყვარს. ნებისმიერ დროს თანახმა ვარ მანქანაში ჩავჯდე და... მიყვარს საქართველოში მოგზაურობა, თუმცა საზღვარგარეთაც სიამოვნებით მივდივარ. დამირეკონ და 10 წუთში ჩალაგებული­ მექნება ჩემოდანი. მიყვარს ხალხის გაცნობა, ახალი ურთიერთობები, ცვლილებები, სიახლეები...

- ცხოვრებისგან გაკვეთილი თუ მიგიღიათ?­
- ცხოვრება ყველაზე კარგი მასწავლებელია, მაგრამ თავიდან რომ ვიწყ­ებდე, იმავე პროფესიას ავირჩევდი, იმავე ადამი­ანს გავყვებოდი ცოლად... ხისტი არ ვიქნებოდი და ვიღაცებს ნაკლებად ვატკენდი გულს, რაც არ გამომდის.

ტყუილი არ მიყვარს, სიმართლის თქმა კი არავის სიამოვნებს. თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, მაინც იმავენაირად მოვიქცეოდი, რა ვქნა, ვერ ვისწავლე მლიქვნელობა, პირდაპირობა ჩემი თვისებაა.

- ოჯახშიც ხისტი ხართ? ბევრი ამბობს, ტკბილი ენით მეტს მოიგებო...
- მე არა ვარ ის ტიპი, იმ ადამ­იანთან ვიცხოვრო, ვისთანაც კონფლიქტი მაქვს. სრულ იდილიაში ვართ მე და ჩემი ქმარი - ის თავისთვის ცხოვრობს, მე ჩემთვის.

- თუმცა ეს გადაწყვეტილებაც კომპრომისია...­
- არ ვიცი. კონფლიქტი არასდროს გვქონია. 20 წელი რომ ვიცხოვრეთ, მერე გადავწყვიტეთ, რომ ასე უფრო კარგად ვართ. წლებია ასე ვცხოვრობთ. ყურადღებიანი, შესანიშნავი მამაა. ძალიან ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან. ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.

- რამდენად ერევით ერთმანეთის ცხოვრებაში, თუ პრობლემამ იჩინა თავი?
- თუ საერთო პრობლემაა, ვმსჯელობთ­ და ერთად ვეძებთ გადაწყვეტის გზებს.

- ქალი რაც უნდა ძლიერი ჩანდეს, მაინც სუსტი არსებაა. ხანდახან გინდა გულისტკივილი ვინმეს გაუზიარო, ან ძლიერი მხარი გჭირდება,­ რომ ცოტა ხნით ჩამოეყრდნო...
- ასეთ სიტუაციებში ყოველთვის მისი იმედი მაქვს და არც არასდროს გაუცრუებია. სიურპრიზებს ისევ მიკეთებს. არაფერი შეცვლილა, ერთმანეთის ცხოვრებაში ისევ მთავარ მამაკაცად და ქალად დავრჩით, უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ.

- ყოველთვის კარგად გამოიყურებით...
- ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული, როცა ხასიათზე ხარ და სტიმული გაქვს, მაშინ თვალები გიბრწყინავს.

- ვფიქრობ, წონაც მნიშვნელოვანია, თორემ­ ყველაფერს ვერ მოიხდენ...
- ისე უნდა ატარო შენი წონა, ყველას­ მოაწონო. რამსისქეაო, კი არ თქვან, რა გემრიელი ქალიაო. დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ. დიეტა ორგანიზმისთვის სტრესია, ისედაც ამდენი ნეგატივია გარშემო. ვცდილობ, რაც მავნებელია, არ ვჭამო. თუ გადავირიე და მომინდა, ხაჭაპურს შევჭამ, მაგრამ სპეციალურად საყიდლად არ წავალ. ღამე ჭამა მიყვარს, მაგრამ მსუბუქად, მხოლ­ოდ ბოსტნეულს შევექცევი.

- რას არ ჩაიცვამთ არასდროს?
- არ მიყვარს მწვანე­ ფერი და არ ვატარებ.

- პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრის ხართ?
- არა ვარ წინააღმდეგი, ვისაც მოსწონს, მიმართოს, მაგრამ ინდივიდუალიზმს ნუ დაკარგავენ. არ მომწონს, ყველა ბარბის რომ ემსგავსება, ერთნაირი ცხვირი და ტუჩები რომ აქვთ.

- ერთი რამის შეცვლის საშუალება რომ მოგეცეთ, რას შეცვლიდით გარეგნობაში?
- გაგიკვირდებათ და, 20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, ეგეც არ მინდა, უკან ყურება არ მიყვარს. მაინტერესებს, წინ რა ხდება. შეცვლითაც, რა გითხრათ, რამე რომ შევცვალო, სხვა ვიქნები. რაც ვარ, ეს ვარ. ვისაც არ მოვწონვარ, ნუ მიყურებს.



30 იანვარი 2020 10:01
ამის ლაპარაკს კომენტარიც არ ჭირდება
ვაააა
29 იანვარი 2020 14:42
ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ცხოვრობდეს და ეს ბედნიერებად და საამაყოდ მიაჩნდეთ, ეს უკვეა უბედურება!!!!!!!!!!!!!!

რედაქტორის რჩევით
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები