იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი მონაცემებით გულის შეტევა სახელდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია.

"საკონსულო საქმის მომხდარის შესახებ საქმის კურსშია. მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება,“- აცხადებენ უწყებაში.

ქართველი ახალგაზრდას გადაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე სადეპორტო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები