ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად, ცოლ-ქმარი დაიღუპა
19-01-2020
ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად, ცოლ-ქმარი დაიღუპა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი დაიღუპა ხოლო მათი შვილი 40 წლამდე მამაკაცი დაშავდა. მას სხეულზე დამწვრობა აქვს მიღებული.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებული მამაკაცი ხელვაჩაურის საავადმყოფოში არის მოთავსებული და ქუთაისში დამწვრობის ცენტრში გადაყვანის პროცედურები მიმდინარეობს.

ხანძრის დროს სახლში კიდე ერთი ადამიანი იმყოფებოდა სახლში, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია. ხანძარი ორ სართულიან შენობაში პირველ სართულზე გაჩნდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები