"მთავარია, ტკივილის ნაცვლად, ახალგაზრდებს აფხაზეთის სიყვარული ჩავუნერგოთ"
25-01-2020
"მთავარია, ტკივილის ნაცვლად, ახალგაზრდებს აფხაზეთის სიყვარული ჩავუნერგოთ"
"ახლა საწარმოს გახსნას ვგეგმავთ, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს დავასაქმებთ. ვმუშაობთ საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად... ძალიან მინდა 2020 წელს ჩვენს მიზანთან რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ"

22 წლის ნიკა მიქავა კავკასიის უნივერსიტეტში ეკონომიკას სწავლობს. მისი მშობლები სოხუმელები არიან. ოჯახში პატარაობიდანვე ესმოდა ისტორიები აფხაზეთზე, თუმცა თავად არასდროს უნახავს. ერთ დღესაც სურვილი გაუჩნდა აფხაზეთის თემატიკაზე ბრენდირებული მაისური ჩაეცვა და სწორედ ასე შეიქმნა ბრენდი "ლაკოაჟი".

- რა თქმა უნდა, იდეა ემსახურება დღის წესრიგში იმის დაყენებას, რომ აფხაზეთი
საქართველოა! მთავარია, ტკივილის ნაცვლად ახალგაზრდებს აფხაზეUთის სიყვარული ჩავუნერგოთ.

- სახელი როგორ შეურჩიე?
- ისეთი სახელის შერჩევა გვინდოდა, რაც აფხაზეთთან იქნებოდა დაკავშირებული­ და აფხაზური ვაზის ჯიში, ლაკოაჟი შევარჩიეთ. ექვსი თვეა, რაც ქართულ ბაზარზე ვართ. როდესაც მშობლებსა
და დებს ჩემი იდეა გავუზიარე, მოეწონათ და მხარი დამიჭირეს. ცხადია, მათი და ჩემი მეგობრების დახმარების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ისინი ჩემი გუნდის წევრები არიან და ამ პროექტისთვის ბევრს შრომობენ. თითოეულს ჩვენი როლი და მოვალეობა გვაქვს.

- "ლაკოაჟის" შექმნამდე რა ეტაპები გაიარეთ?
- რამდენიმე თვეს წინასამზადისი გვქონდა. არქივში ფოტოებს ვეძებდით და სტილს ვარჩევდით. საქართველოს ეროვნულ არქივში აღმოვაჩინე უამრავი ფოტო და ასე გავეცანი აფხაზეთის სილამაზეს. "ლაკოაჟი" ახლა შემდეგ ეტაპზე­ გადასასვლელად ემზადება - ყველა ასაკობრივი კატეგორიის დამატებას და ქართული FAST FASHION­ ბრენდის ჩამოყალიბებას ვგეგმავთ, რომელიც ყველა სეზონზე მიაწვდის პროდუქტს მომხმარებელს.

- ამჯერად რას სთავაზობთ?
- მაისურებს, სვიტერებს, ჰუდებს, სპორტულ შარვლებსა და ქუდებს. ეს ყველაფერი საქართველოში იქმნება.

- რა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი­ და როგორია ფასები?
- თავიდან ვფიქრობდით, რომ ჩვენი­ მომხმარებლები 16-24 წლის ახალგაზრდები იქნებოდნენ, თუმცა საქმეში გამოჩნდა, რომ 50 წლისანიც დაინტერესდნენ. ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე ვიზრ­უნებთ. ფასები 20 ლარიდან იწყება და მაქსიმუმი 80 ლარია. ამ მოკლე ხანში დაინტერესება იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. უამრავ წერილს ვიღებთ აფხაზეთიდან დევნილებისგან, უხარიათ, რომ ეს თემა კვლავ აქტუალურია. სხვადასხვა მარკეტი დაგვეხმარა პირდაპირი კომუნიკაცია დაგვემყარებინა უცხოელებთანაც და მიგვეწოდებინა ეს მესიჯი.

- როგორი განცდა გეუფლება, როცა ატარებ ტანსაცმელს წარწერით: "აფხაზეთი საქართველოა" და იმავდროულად, თავად ხარ მისი შემქმნელი?
- სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული განცდა იმისა, რომ მე ვარ შემქმნელი, არა მაქვს. საკალათბურთო გუნდ "სოხუმში"­ ვთამაშობდი და ჯერ კიდევ მაშინ გავიაზრე, რომ იმ ქალაქს წარმოვადგენ, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია. ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხეა. ვფიქრობ, მომხმარებელსაც იგივე განცდა აქვს, როდესაც აცვია სამოსი წარწერით "აფხაზეთი". ერთხელ იტალიაში ჰუდი მეცვა წარწერით "Georgia Sokhumi".­ სასტუმროს თანამშრომელი მომიახლოვდა, თურმე ქართველი ყოფილა, და მონატრებულმა გაიხსენა ის დრო, როდესაც აფხაზეთში ცხოვრობდა. ყველაფერი ვუამბე და ამ პროექტის გასაგრძელებლად ორმაგი მოტივაციაც მომცა.

ახლა საწარმოს გახსნას ვგეგმავთ, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს დავასაქმებთ. ვმუშაობთ საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად. უახლოეს მომავალში ჩვენი პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გახდება. ამჯერად საბავშვო ხაზს ვავითარებთ, გვექნება სპორტული ხაზიც. ძალიან მინდა 2020 წელს ჩვენს მიზანთან რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ.

ნათია სიბაშვილი
Kochag da warmatebebi vajkacoooo...❤
30 იანვარი 2020 09:19
Moxaruli var.chemisazrit kargi ideaa..
27 იანვარი 2020 08:37
warmatebebi sayvarelo gaixaros tqvenma mshoblebma aseti vajkaci rom agzardes
ემა
26 იანვარი 2020 23:09
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მადლობა უფალს რომ თქვენნაირი ადამიანები არსებობენ

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები