დიღომში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
19-01-2020
დიღომში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
დიღომში, ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს"  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი მეექვსე სართულზე გაჩნდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ხელმძღვანელის ნაირა ქარქშაძის განცხადებით, ამ დროისთვის გვამის იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

"გამოძახება მივიღეთ, რომ "მიონის" შენობაში იყო ხანძარი. ადგილზე მოსვლისას დაგვხვდა ღია ცეცხლი. ჩვენ იქ ვერ შევედით ძლიერი დაკვამლიანების გამო, ასევე მოსალოდნელი იყო ნგრევაც, ამიტომ დაახლოებით 55 წლის მამაკაცი ჩამოიყვანეს ქვემოთ, რომელიც არის
გარდაცვლილი. ორგანიზმს ეტყობა დამწვრობის კვალი. ამ ეტაპზე,გვამის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს",-განაცხადა ექიმმა.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

"ინტერპრესნიუსი"
ზორო2
19 იანვარი 2020 18:07
მეხანძრე თუ ხარ სინდისის წინაშე ხარ ვალდებული! ...,

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?