"ერთმანეთის მტრობა, ქიშპობა ყველგან არის, სადაც ქართველია"
"ერთმანეთის მტრობა, ქიშპობა ყველგან არის, სადაც ქართველია"
"ეს არის საზოგადოების პასუხი იმ პროცესებზე, რაც ბოლო ხანებში ქართულ ეკლესიაში ხდებოდა"

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მართლმადიდებლური ეკლესიის პოპულარობა შემცირდა - 14%-იანი ვარდნა 2019 წლის ივლისიდან იწყება. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ (ინწკირველმა) ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ეს არის საზოგადოების პასუხი იმ პროცესებზე, რაც ბოლო ხანებში ქართულ ეკლესიაში ხდებოდა. მე ვცხოვრობ ამერიკაში, სადაც ის სოციალური პრობლემები, რაც საქართველოშია, არ არსებობს, მაგრამ გულწრფელი
დამოკიდებულებებისა და ერთიანობის პრობლემა ყველგან არის
. ერთმანეთის მტრობა, ქიშპობა ყველგან არის, სადაც ქართველია. სხვა ქვეყნის შვილებშიც იქნება, მაგრამ მე ჩემს გასაჭირზე ვსაუბრობ. ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემაო. ყველამ ჩვენს თავში უნ
და მოვაგვაროთ, ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს. ერთმანეთი სიძულვილით კი არ უნდა ვაკრიტიკოთ, მოთმინებით და სიყვარულით ვეცადოთ ყველაფრის გამოსწორება.

ყველაზე ადვილია ქვების სროლა და ჩაქოლვა. შემდეგ კაცს განადგურების პირამდე რომ მივიყვანთ, გვებრალება. ეს არ არის სიყვარული, ადამიანის სასოწარკვეთილებაში ჩაგდება ქრისტიანობა არ არის. თანდათან სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეობამდე ერსაც და ბერსაც მძიმე გზის გავლა გვიწევს.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლოა ბოლო პროცესების შემდეგ ეკლესიაში, როგორც სასულიერო პირებში, ასევე მრევლში, მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნეები დარჩნენ?

- სწორედ ამისკენ მიდის ყველაფერი. განსაცდელს, რომელიც მოდის, ღმერთი უშვებს და ამ დროს ქრისტიანები უფრო ვძლიერდებით. ერიც და ბერიც აცნობიერებს, თუ რა პრობლემები გვაქვს, რა უნდა შევცვალოთ და თუ ეს შევძელით, ხსნა ნაპოვნია. ეს ეკლესიას უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს, ვიდრე ზიანს... ვფიქრობ, ამისკენ მოგვიწოდა პატრიარქმა თავის ქადაგებაში.
ჩვენზეა დამოკიდებული, გადავრჩებით თუ არა. თუ ღმერთთან ერთობის კი არა, რაღაც სხვა მიზნის გამოა ადამიანი ეკლესიაში, ის ამას ვერ გაუძლებს. გულით მორწმუნესთვის არ არსებობს ძალა, რომელიც მას ეკლესიას და უფალს დაააშორებს. ასე რომ, გადარჩევა მაინც მოხდება და ვინც გულწრფელად არის ეკლესიაში მისული, ამას საქმითაც დაგვანახებს.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები