"ჩინეთში გაჩნდა ატიპიური პნევმონიის შემთხვევები" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ვირუსის საქართველოში შემოტანის რისკზე
"ჩინეთში გაჩნდა ატიპიური პნევმონიის შემთხვევები" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ვირუსის საქართველოში შემოტანის რისკზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთში ატიპიური პნევმონიის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ატიპიური პნევმონიის 41 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც ორი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში აღნიშნული ვირუსის შემოსვლის "არც თეორიული და არც პრაქტიკული საშიშროება, არ არსებობს".

"ჩინეთში გაჩნდა ატიპიური პნევმონიის შემთხვევები. ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჰუბეის პროვინცია, დაახლოებით 60 მილიონამდე მოსახლეობით და
მის დედაქალქში, ჰუვანში 19 მილიონი მოსახლით, აქ დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა, რომელსაც იწვევს ვირუსების ჯგუფი, ე.წ კორონა ვირუსები, რომელიც ცნობილი ჯგუფია და რომელმაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. 41 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან ორი დამთავრდა ლეტალურად. უკვე ექსპორტირებულია რამდენიმე შემთხვევა სხვა
ქვეყნებში, ტაილანდსა და იაპონიაში, რომელთაც პირდაპირი ფრენები აქვთ ამ პროვინციის დედაქალაქში. ჩვენთან შემოტანის რისკი არის ძალიან მინიმალური, იმიტომ, რომ ჩვენთან პირდაპირი ფრენა იმ პროვინციიდან, რომელშიც ეს შემთხვევებია დაფიქსირებული, არ არის. ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით იქნება მოწოდებული. ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული ქვეყანაში ვირუსი იქნეს იმპორტირებული, არ არსებობს",- განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

გიორგი
21 იანვარი 2020 22:16
გადი - გამოდია საზღვარი, ამირან! ექიმმა კაცმა, არ იცი, რა რისკის წინაშე ვართ? ხალხს რომ აბოლებ. ასეთი უვარგისები და უტვინოები, რამ გაგაჩინათ.
ეკა
20 იანვარი 2020 19:47
არასოდეს სთქვათ--არასოდეს.ეს მარტივი ჭეშმარიტებაა,მითუმეტეს ქვეყანაში უცხო ტომელების ცვენაა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები