სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე.

„მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ( EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელს იქნა აღმოჩენილი.

საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 72-ე შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციის შედეგად აღნიშნული განხილვის ფარგლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უარყვეს კავშირი
ხეებზე დატანილ მონიშვნებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით, ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს დაამონტაჟებენ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები