ესპანეთში უამინდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ესპანეთში უამინდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში, უამინდობის შედეგად, ბოლო ორი დღის მანძილზე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის 30 პროვინციასა და საფრანგეთის სამხეთ ნაწილში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას ელოდებიან.

რაც შეეხება დაღუპულებს, ვალენსიაში ორი ადამიანი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა, ავილაში ერთ ადამიანს სახურავის ნამტვრევები დაეცა, ხოლო კიდევ ერთს თოვლზე მოცურებული მანქანა დაეჯახა.

აღმოსავლეთ ესპანეთში, ქარის სიმძლავრემ 115 კმ/სთ-ს მიაღწია. დახურულია სკოლები, საჯარო დაწესებულებები. დროებით დაიხურა ალიკანტეს აეროპორტიც, სადაც დაახლოებით 200 რეისი გადაიდო.

"ინტერპრესნიუსი"