რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით, მამა-შვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით, მამა-შვილი გარდაიცვალა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილები მამა-შვილი არიან.

წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240​-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულიხმობს.

"ინტერპრესნიუსი"