თენგიზ სიგუა გარდაიცვალა
თენგიზ სიგუა გარდაიცვალა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუს" სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძახებაზე მისულ ბრიგადას თენგიზ სიგუა უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ცნობისთვის, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად.1992 წლის 8 ნოემბერს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს
გადადგა.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები