მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა - რა წერია კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში? - კვირის პალიტრა

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა - რა წერია კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში?

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული. გამოცემული ბრძანება 20 იანვრით არის დათარიღებული.

"საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი მოციქულთა 55-ე და მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონების დარღვევა)",-ნათქვამია ბრძანებაში.

ინტერპრესნიუსი აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს დაუკავშირდა, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ბრიფინგი ჩაინიშნება.