"კორონავირუსზე", ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს - კვირის პალიტრა

"კორონავირუსზე", ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს

ჩინეთში გავრცელებულ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისგან, რადგან უხანი წარმოადგენს ინფექციის წყაროს. ამის შესახებ განცხადებას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან.

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ "კორონა ვირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქ. უხანში (Wuhan) გამგზავრებისგან, ვინაიდან ქ. უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას.

გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც "უმაღლესი". აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.

ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული.

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე: +86 13716877635",-ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"