"გამ­სა­ხურ­დი­ას­თან და კოს­ტა­ვას­თან ერ­თად ბრძო­ლა­ში იყო ჩარ­თუ­ლი" - ვინ იყო მამაკაცი, რომელიც რუსთავში შვილთან ერთად გაზით გაიგუდა - კვირის პალიტრა

"გამ­სა­ხურ­დი­ას­თან და კოს­ტა­ვას­თან ერ­თად ბრძო­ლა­ში იყო ჩარ­თუ­ლი" - ვინ იყო მამაკაცი, რომელიც რუსთავში შვილთან ერთად გაზით გაიგუდა

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მამა-შვილი გურამ და იაგო გოგბაიძეები გარდაიცვალნენ. მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლიდან საცხოვრებელ ბინაში დაგროვილი ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა.

ტრაგედიის თვითმხილველი, გურამ გოგბაიძის ძმა გახდა, რომელმაც მას შემდეგ, რაც მამა-შვილი კონტაქტზე არ გამოვიდა, 21 იანვარს, დაკეტილი ბინის კარი შეამტვრია. ადგილზე შემზარავი სურათი დახვდათ: იაგო გოგბაიძე საწოლში იწვა, გურამ გოგბაიძე კი, აბაზანასთან, დერეფანში. ორივე გარდაცვლილი იყო.

გურამ გოგბაიძეს მისი თაობის რუსთაველები და არა მხოლოდ რუსთაველები, კარგად იცნობენ, როგორც "საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის" აქტიურ წევრს, დისიდენტს, "წმინდა ილია მართლის საზოგადოების" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეს.

AMBEBI.GE-სთან გურამ გოგბაიძის შესახებ მისმა მეგობარმა, ისტორიკოსმა თამარ ცნობილაძემ ისაუბრა:

"საოცრად დიდი პატრიოტი, ძლიერი პიროვნება იყო. ძალიან პრინციპული, რაიმეს რომ იტყოდა, აუცილებლად გააკეთებდა, სამართლიანი და სიტყვის კაცი იყო. "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" წევრი ვიყავი, მაშინ ფარულად, იატაკქვეშ, თბილისში ვაჟა მთავრიშვილის ბინაში ვიკრიბებოდით. მოგვიანებით, 1989 წელს გავიცანი ბატონი გურამი, სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა შემდგომ "წმინდა ილია მართლის საზოგადოება". იმ დროს ძალიან უჭირდა საქართველოს, მაგრამ იმდენად ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები, რომ ამ გაჭირვებას ვერ ვგრძნობდით. გაგრძელება