"გაუგებარია, პატრიარქის ჯანმრთელობაზე ეს უსაფუძვლო ხმაური რატომ ატყდა"
"გაუგებარია, პატრიარქის ჯანმრთელობაზე ეს უსაფუძვლო ხმაური რატომ ატყდა"
ექიმი ცისანა შარტავა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პატრიარქი ჯანმრთელობის პრობლემის გამო არის ბათუმის კლინიკაში გადაყვანილი. როგორც ცისანა შარტავა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკა "მედინაში" გეგმური გამოკვლევები უტარდება.

"გაუგებარია, ეს უსაფუძვლო ხმაური რატომ ატყდა. უწმინდესი რამდენიმე დღით ამ დაღლილი განრიგის შემდეგ დასასვენებლად წავიდა ქალაქგარეთ. თბილისში ვუტარებთ ხოლმე იანვარსა და თებერვალში გეგმურ გამოკვლევებს, რადგან იქ იყო, იქ შესთავაზეს თავისმა ახლობლებმა გამოკვლევა. მაღალი დონის კლინიკაა, მაღალი დონის აპარატურით, გეგმური გამოკვლევები უტარდება", - განაცხადა
ცისანა შარტავამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?