ავტომობილი, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, მდინარე ცხენისწყალის არხში გადავარდა - კვირის პალიტრა

ავტომობილი, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, მდინარე ცხენისწყალის არხში გადავარდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში ავტომობილი მდინარე ცხენისწყლის არხში გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში სამი მამაკაცი იმყოფებოდა, ერთი 60 წლამდე, ორი კი ახალგაზრდა. სავარაუდოდ, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც არხში ჩავარდა.

ავტომობილში მყოფი პირები, წყლის დინებამ ხელოვნულ გვირაბში ჩაითრია. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

მიმდინარეობს სამძებრო სამუშოები. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათი ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"