"შთამომავალი მომიკლეს სუბელიანების და კალანდიების ოჯახმა, გუშინ კიდევ მიგინეს და..."
"შთამომავალი მომიკლეს სუბელიანების და კალანდიების ოჯახმა, გუშინ კიდევ მიგინეს და..."
შთამომავალი მომიკლეს სუბელიანების და კალანდიების ოჯახმა, გუშინ კიდევ მიგინეს და როგორ გაგცეთ საერთოდ კითხვებზე პასუხი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომის ხმაურით დატოვების შემდეგ განუცხადა.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, მისთვის 15 - წლიანი სასჯელი არაფერს ნიშნავს, რადგან თუ ამ სასჯელს მიხეილ კალანდია მოიხდის, ის შემდგომ მაინც აღმოჩნდება თავისუფალი

"რაზე მელაპარაკებით, მთელი საქართველოს კანონმა მითხრა 15 წელზე მეტს ვერ მივცემ შენი შვილის
მკვლელებსო. რა მნიშვნელობა აქვს, 15 წლის მერე ხომ გამოუშვებენ. შთამომავალი, რომელიც მომიკლეს სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა და გუშინ კიდევ მიგინეს, ამ კითხვაზე როგორ გაგცეთ პასუხი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, დღს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები