"მან­ქა­ნა წყალ­მა გა­ი­ტა­ცა და გვი­რაბ­ში შე­ით­რია. ცხედ­რე­ბი მო­შო­რე­ბით იპო­ვეს" - ვინ არიან ცაგერში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილები? - კვირის პალიტრა

"მან­ქა­ნა წყალ­მა გა­ი­ტა­ცა და გვი­რაბ­ში შე­ით­რია. ცხედ­რე­ბი მო­შო­რე­ბით იპო­ვეს" - ვინ არიან ცაგერში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილები?

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში ავტოავარიის შედეგად მდინარე ცხენისწყალის არხში გადავარდნილი ორი მამაკაცის ცხედარი უკვე იპოვეს.

მესამე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და არხში გადავარდა. სამივე მამაკაცი სოფელ ჩხუტელის მკვიდრია. ისინი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაპოვნია 68 წლის ჯონი კვირიკაშვილისა და 25 წლის აკაკი მეშველიანის ცხედრები. ადგილობრივების თქმით, მათი ცხედრები მდინარემ ლეჩხუმის მეორე მხარეს, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გამორიყა. ჯერჯერობით, ვერ ხერხდება 29 წლის თორნიკე ჭიჭინაძის პოვნა. გაგრძელება