რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა
24-01-2020
რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა
ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი და მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გოგი თო­და­ძე 75 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

1968 წლი­დან გოგი თო­და­ძე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. რე­ჟი­სო­რი 90-მდე სპექ­ტაკ­ლის ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დად­გა. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე და­იდ­გა მისი ცნო­ბი­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი "ეზო­ში ავი ძაღ­ლია" და "ნე­ა­პო­ლი მი­ლი­ო­ნერ­თა ქა­ლა­ქი".

გოგი თო­და­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სკო­ლა-სტუ­დია "ბე­რი­კებს", რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­თა თა­ო­ბე­ბი აღ­ზარ­და.

გოგი თო­და­ძე მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე და პრი­ზი­ო­რი (რუ­სე­თი, გერ­მა­ნია,
ინ­დო­ე­თი, ია­პო­ნია, კო­რეა, მო­ნა­კო) იყო.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები