ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს საქართველოს აეროპორტში შეამოწმებენ - კვირის პალიტრა

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს საქართველოს აეროპორტში შეამოწმებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ტემპერატურას შეუმოწმებენ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მგზავრებს ასევე ურიგდებათ ბროშურები, სადაც მითითებულია თუ რა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ საქართველოში შესაბამის დაწესებულებებს.

"გარკვეული სკრინინგი უტარდება ჩინეთიდან შემოსულ მგზავრებს, მათ ურიგდებათ სამ ენაზე სამახსოვრო, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთიდან ჩამოსვლიდან 2 კვირაში გარკვეული სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა, თავისა და ყელის ტკივილი ექნებათ, ვის უნდა მიმართონ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან,უკვე ცნობილია, რომ გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები.

იხილეთ ასევე: "საქართველოში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება... მგლის შიშით, ფარას ვინ წყვეტს" - რას წერს პეკინში მყოფი ქართველი კორონავირუსზე

"ინტერპრესნიუსი"