ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს საქართველოს აეროპორტში შეამოწმებენ
25-01-2020
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს საქართველოს აეროპორტში შეამოწმებენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ტემპერატურას შეუმოწმებენ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მგზავრებს ასევე ურიგდებათ ბროშურები, სადაც მითითებულია თუ რა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ საქართველოში შესაბამის დაწესებულებებს.

"გარკვეული სკრინინგი უტარდება ჩინეთიდან შემოსულ მგზავრებს, მათ ურიგდებათ სამ ენაზე სამახსოვრო, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთიდან ჩამოსვლიდან 2 კვირაში გარკვეული სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა, თავისა და ყელის ტკივილი ექნებათ, ვის უნდა მიმართონ",
- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან,უკვე ცნობილია, რომ გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები.

"ინტერპრესნიუსი"


2
26 იანვარი 2020 22:39
გააბრუნონ უკან რას ელოდებიან თუ სანამ არ მოგვედება არავის აინტერესებს
...
26 იანვარი 2020 12:55
ყველა სახის ვირუსს აქვს ინკუბაციის რამდენიმე დღე .აეროპორტში შემოწმებულს იმ დღეს შეიძლება არ დაუდგინდეს(სიახლის გამო) ინფიცირების ფაქტი,მაგრამ რამდენიმე დღეში რომ გამოვლინდება მერე გვიან იქნება.ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია აუცილებლად.

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები