"რასაც დედას არ აკადრებ, ის არ უნდა აკადრო დედამთილს, გული არ უნდა ატკინო" - კვირის პალიტრა

"რასაც დედას არ აკადრებ, ის არ უნდა აკადრო დედამთილს, გული არ უნდა ატკინო"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ბოლო პერიოდში ზაზას და ქეთის ხაზი ისევ გააქტიურდა. მსახიობ სალომე შარვაძის გმირი, ქეთი, ჯერ ღალატის გამო გაკიცხეს, ახლა კი თითქოს გულშემატკივრობენ და ზაზასთან შერიგებას უწონებენ. თუმცა, შერიგების სასტიკი წინააღმდეგია დედამთილი, ზაზას დედა ნაირა. რომ არა ნაირა და ფაქტორი - "რას იტყვის ხალხი", შესაძლოა წყვილს ისევ ერთად გაეგრძელებინა ცხოვრება. ჩვენს რეალობაში ხალხის აზრი ხშირად ცვლის ამა თუ იმ ადამიანის პირად ცხოვრებას, ხან კარგად, ხან ცუდად, თუმცა რას იფიქრებს სხვა - ეს საკითხი მუდამ აქტუალური და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია. ცალკე საკითხია დედამთილის მტკიცე უარი წყვილის შერიგებაზე.

ჩვენ ქეთის როლის შემსრულებელ სალომე შარვაძეს, არა მარტო საკუთარ გმირზე, არამედ დედამთილთან რეალურ ურთიერთობაზეც ვესაუბრეთ.

- ჩვენს ქვეყანაში, თითქოს ნორმაა დედამთილის დიდი დოზით ჩარევა შვილის და რძლის ურთიერთობაში. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში წყვილები ცალკე ცხოვრებას ამჯობინებენ, ასეთ შემთხვევაში კი ნაკლებად ერევა ხოლმე ვინმე. თუმცა, არსებობენ ისეთი დედამთილებიც, შორიდანაც რომ ახერხებენ ჩარევას (იღიმის). ბუნებრივია, არსებობენ კარგი დედამთილები, რომლებიც ცივილურად უდგებიან შვილის ოჯახის საკითხს და ცხვირს არ ჰყოფენ ნიუანსებში. თუმცა, ხშირად ქართველი დედები ცდილობენ, მაინც მათი მოსაწონი რძალი "აურჩიონ" შვილს. აი, მაგალითად, ჩემს მეგობრებსაც კი უთქვამთ, ასეთი და ასეთი რძალი მინდაო. და თუ შვილს სხვანაირი გოგო მოეწონა და სხვანაირი გოგო მოიყვანა ცოლად, მერე კონფლიქტი იჩენს თავს. ქართველი ქალების ხასიათში ზის, რომ თავადც ჩაერიოს არჩევანში. გამოდის, ქალი რომ თხოვდება, უნდა მოერგოს დედამთილს, მამამთილს, ქმრის ოჯახს და ყველას ხასიათს უნდა აუწყოს ფეხი, რომ ყველას მოეწონოს.

- ზოგადად, რაზე ან ვისზეა დამოკიდებული რძალ-დედამთილის ურთიერთობა?

- შენ როგორც დაიწყებ ურთიერთობას, მერე ისე გაგრძელდება. მაგალითად, მე კარგი, ნორმალური ურთიერთობა მაქვს ჩემს დედამთილთან, ერთად არ ვცხოვრობთ ჩვენ, მაგრამ ურთიერთპატივისცემა გვაქვს, ვკითხულობთ ერთამენთს, ვიცით ერთმანეთის ამბები, თუმცა მაინც დისტანცია გვაქვს. არც მე მაქვს ისეთი მიდგომა, რომ ზედმეტად ვუბედავდე რამეს და არც ის ერევა ჩვენს ოჯახში. ზოგადად, უშეცდომო და იდეალური ადამიანები არ არსებობენ და შეიძლება, მე ჩემი ნაკლი მქონდეს, მას - თავისი, მაგრამ უნდა შეგვეძლოს დათმობა, "გატარება" - არაყოლა, რასაც დედას არ აკადრებ, ის არ უნდა აკადრო დედამთილს, გული არ უნდა ატკინო. თუ ცუდად მოექცევი, მერე თვითონაც ცუდად განეწყობა. იხილეთ სრლად