როგორია ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა?

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალი ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურ ჯგუფს თბილისში გადაჰყავს. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წყლიდან ამოყვანისას გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანისას ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გული აუმუშავდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. სოფელ სათივესთან, საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მანქანაში მყოფი 5-დან 10 წლამდე ასაკის 3 ბავშვი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.

"ინტერპრესნიუსი"