"აქაურობა ისე გამოიყურება, საშინელებათა ფილმებში რომ მიტოვებული ქალაქებია" - რას ჰყვება ჩინეთში მცხოვრები ქართველი? - კვირის პალიტრა

"აქაურობა ისე გამოიყურება, საშინელებათა ფილმებში რომ მიტოვებული ქალაქებია" - რას ჰყვება ჩინეთში მცხოვრები ქართველი?

კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთის ხელისუფლებამ უხანის (ქალაქის მოსახლეობა 11 მილიონ კაცს შეადგენს) მოსახლეობის იზოლირება გადაწყვიტა, შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, აეროპორტის, რკინიგზის მუშაობა და საბორნე მიმოსვლა.

გაზეთ "კვირის პალიტრას" ჩინეთში მცხოვრები ქართველი ესაუბრა.

ლაშა ჩილაშვილი უხანიდან 750 კმ-ში, ქალაქ ჩონგჩინგში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ინგლისურ ენას ასწავლის.

- უხანი კარანტინშია, ჩაკეტილია. იქაურებთან ჩემს მეგობარს ჰქონდა მიმოწერა და პანიკაში არიან, არ იციან, რამდენ ხანს გაგრძელდება, ჯერჯერობით ხომ ვაქცინა არ არსებობს. ჩონჩინგი საშინელებათა ფილმებში რომ მიტოვებული ქალაქებია, ისე გამოიყურება. ვინც ქუჩაში გამოდის, ყველა ნიღაბაფარებულია. ზოგიერთს ერთდროულად რამდენიმე ნიღაბი უკეთია. აფთიაქებში ნიღბების დეფიციტია, დღეს ვერსად ვერ შევიძინე. ტელევიზიით მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მხოლოდ თერმულად მომზადებული საკვები ჭამონ და არ მიირთვან უმი პროდუქტი, მოერიდონ ცხოველებთან კონტაქტს, მაგრამ ქუჩაში მაინც მიირთმევენ, თან ქუჩებში საშინელი ანტისანიტარიაა, აქაურების უმეტესობას გადანერწყვება სჩვევია, ზოგიერთ ქალაქში ამისთვის ჯარიმაა დაწესებული. თუ ვითარება გამწვავდა, ალბათ, დავტოვებთ აქაურობას. იხილეთ სრულად