"ზედმეტად ბევრი გატეხილი გული. ზედმეტად ბევრი ცრემლი" - როგორ ეხმაურება ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის გარდაცვალებას - კვირის პალიტრა

"ზედმეტად ბევრი გატეხილი გული. ზედმეტად ბევრი ცრემლი" - როგორ ეხმაურება ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის გარდაცვალებას

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ეხმაურება.

როგორც ცნობილია, ბრაიანთი თავის 13 წლის ქალიშვილთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

"ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა - პილოტი და 8 მგზავრი, არავინ გადარჩენილა,"- განაცხადა ლოს ანჯელესის ოლქის შერიფმა ალექს ვილანუევამ.

"ძალიან ადრეა. ძალიან სამწუხაროა. ზედმეტად ბევრი გატეხილი გული. ზედმეტად ბევრი ცრემლი. მადლობა ზედმეტად ბევრი მოგონებებისთვის", - დაწერა ზაზა ფაჩულიამ "ფეისბუკში" და კალათბურთელის ფოტოს აქვეყნებს.