რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციაზე, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა
რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციაზე, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა
ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა და აცხადებენ, რომ არც ერთ თანამშრომელს პროტესტი არ გამოუთქვამს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სასწრაფოს თანამშრომლები, რომლებიც აეროპორტში მუშაობენ, უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცულები არიან. მათივე ინფორმაციით, სასწრაფოს თანამშრომელს პერსონალური დაცვისთვის ც დონის სამოსი (სასწრაფოს ფორმა) აცვია და ამ ეტაპზე რაიმე სხვა დამატებით ზომების მიღების საჭიროება არ დგას.

"ჯერჯერობით სხვა საჭიროება არ დგას და ამიტომაც აცვიათ
ეს ტანსაცმელი. საქართველო არის მწვანე ზონაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა სხვა ზომები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივიღებთ. ყველა ნაბიჯი მათთან კომუნიკაციის მიხედვით არის შეთანხმებული.

სასწრაფოს თანამშრომლებს აღჭურვილობაში აქვთ პირბადე, აცვიათ ც დონის ტანსაცმელი, რომელიც პერსონალური დაცვისთვის
არის გამოყენებული. ყოველი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებული,"- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისათვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა, რადგან ისინი სპეციალური სამოსით და აღჭურვილობით უზრუნველყოფილი არ არიან.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები