23-დღიანი ძებნის შემდეგ ფოთში დაკარგული 21 წლის ბიჭი მაშველებმა პალიასტომის ტბაში გარდაცვლილი იპოვეს
27-01-2020
23-დღიანი ძებნის შემდეგ ფოთში დაკარგული 21 წლის ბიჭი მაშველებმა პალიასტომის ტბაში გარდაცვლილი იპოვეს
მაშველებმა ფოთში, პალიასტომის ტბაში გაუჩინარებული 21 წლის გოგა თავბერიძე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ამა წლის 4 იანვარს დაფიქსირდა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე კონტაქტზე არ გამოდიოდა და საჭირო იყო საძიებო სამუშაოებში შესაბამისი უწყებების ჩართვა. დაკარგულის პირის ადგილსამყოფელის დასადგენად, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო სამუშაოები დაიწყეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმაც.

თბილისიდან ფოთში გაემგზავრნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების წყალზე სამაშველო და
მყვინთავთა ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს პალიასტომის ტბიდან მდინარე კაპარჭინის შესართავამდე აწარმოებდნენ. ასევე, საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა მდინარე რიონში. ადგილზე შეიქმნა სამუშაო შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო სამუშაოების მართვა. პროცესში ჩართული იყო ექოლოტი და სპეციალური მცურავი ტექნიკა. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით.

სამკვირიანი, უწყვეტი სამუშაოების შედეგად, დღეს მაშველებმა
პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თვის კითხვადი სტატიები