"ანდრია სარია პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სინოდის სხდომაზე კი რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ? მაგასაც მოესწრებით"
"ანდრია სარია პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სინოდის სხდომაზე კი რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ? მაგასაც მოესწრებით"
მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი გამოეხმაურა.

ბოდბეში, სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება სამართლიანია. მისი თქმით, მღვდელმონაზონი მეუფე პეტრესავით ტყუილებს ლაპარაკობს და ჭორიკანაა.

"მე ვფიქრობ, რომ სამართლიანად ექცევიან. აბსოლუტურად ადეკვატურია. ჭორებს ავრცელებს, მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სხვა არაფერი... მაგას ახლა პატრიარქთან შეხვედრა რომ უნდა, მაგას მე ადრე დავეხმარე და მახსოვს ვინც არის და თვითონაც გაიხსენოს. მე რომ გამოვირჩევი მწვავე განცხადებებით, რას ვამბობ
არასწორს? - მწვავეს არ აკეთებდა, არასწორს აკეთებდა. ტყუილს ლაპარაკობს, ისევე მატყუარაა, როგორც მეუფე პეტრე", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომის გამართვა ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი.

"სინოდის სხდომაზე რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ? გნებავთ?! მაგასაც მოესწრებით", - აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები