"ყველაზე მეტ ტკივილს მაყენებდა, როცა მეუბნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირიდან ვიყავი... მაგრამ არ იცით, რა ამბები გადავიტანე საქართველოში 2011 წელს"
"ყველაზე მეტ ტკივილს მაყენებდა, როცა მეუბნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირიდან ვიყავი... მაგრამ არ იცით, რა ამბები გადავიტანე საქართველოში 2011 წელს"
"ყოველთვის ვეუბნებოდი შვილებს, 4 საათამდე ცხოვრობთ ბელგიაში, 4 საათის შემდეგ, როდესაც შინ ბრუნდებით, ხართ საქართველოში - ქართულად უნდა ისაუბროთ, ლოცვა ქართულად წაიკითხოთ, ქართული საჭმელი მიირთვათ, მოკლედ, უნდა იყოთ ქართველები-მეთქი და ეს დღემდე ასეა"

ანა ბალამწარაშვილი 26 წელია, რაც ბელგიაში ცხოვრობს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახლავთ ბელგიაში, ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელიცაა და გარდა ამისა, საქართველოში ემიგრანტთა სახლის დამფუძნებელიც, მაგრამ თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ყოველდღე, ყოველ წუთს უკან დაბრუნებაზე ფიქრობს და ეძებს
გზებს, როგორ "უმკურნალოს" სამშობლოს.

- ბელგიაში საცხოვრებლად წასვლა რომ გადავწყვიტე, 23-24 წლის ვიყავი, საკმაოდ ახალგაზრდა. მაშინ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო - მუდმივად ქუჩაში ვისხედით და რაღაცას ვაპროტესტებდით. აქედან გამომდინარე, არაერთმა პრობლემამ იჩინა თავი და ჩემი ცხოვრება ზედმეტად რომ არ გართულებულიყო, მეუღლემ გადაწყვიტა, გამოვეშორებინე საქართველოში შექმნილ
პოლიტიკურ სიტუაციას. მაშინ ვფიქრობდით, რომ დროებით, მაგრამ ასე არ მოხდა - უკვე 26 წელი გავიდა.

- ალბათ ბევრი სირთულის გადალახვა მოგიხდათ, არა?
- პროფესიით იურისტი ვარ. სწავლა აქ, ბელგიაში გავაგრძელე და კრიმინალისტიკის 6-თვიანი კურსებიც გავიარე. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც ვსწავლობდი, მაგრამ ვეღარ დავამთავრე. უცხო ქვეყანაში საკუთარი პროფესიით რეალიზება ადვილი არ არის. სიბნელიდან სინათლეში რომ მოხვდები და არ იცი, რა გააკეთო, ასე ვიყავი თავიდან, სამოთხეში მეგონა თავი. დიდი დრო დამჭირდა, საკუთარი თავი რომ მეპოვა. ბევრი რამ გამოვცადე - დამლაგებლობით დავიწყე, რესტორანში მიმტანადაც ვმუშაობდი, სამზარეულოშიც, პარალელურად ვსწავლობდი. ბევრი რამ გავაკეთე, ვიდრე ამ პოზიციამდე მივაღწევდი, მართლაც ძნელი იყო აქ თავის დამკვიდრება. პიროვნულად მიგიღებენ, მაგრამ თუ არ დაუმტკიცე შენი ინტელექტი და არ მიახვედრე, რომ ეს შენი ქვეყნის ინტელექტიცაა, პატივისცემას ვერ დაიმსახურებ. საკუთარი ქვეყნის არალეგალი ელჩი ხარ უცხოეთში და ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. ყველაზე მეტ ტკივილს მაყენებდა, როცა მეუბნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირიდან ვიყავი. მაშინ საქართველოს შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მე კი ენა არ ვიცოდი, რომ მათთვის ჩემი ქვეყნის ისტორია მომეყოლა და მეპასუხა კითხვაზე, რატომ იბრძვით რუსეთთანო? ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე და ბელგიაში ჩემი საქართველო შევქმენი, რომ აქ საქართველო უკვე უყვართ და პატივს სცემენ. ამაზე მეტი სიხარული ჩემი შვილების შემდეგ ჩემთვის არ არსებობს, დამიჯერეთ. ახლაც ჩემს ბელგიელ მეგობართან ერთად ვარ და ვგეგმავთ ზაფხულში, დაახლოებით 10 ბელგიელთან ერთად საქართველოში სტუმრობას.

როდესაც სირთულეებზე ვსაუბრობ, უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ენობრივი ბარიერი მაბრკოლებდა. ვერ ვუხსნიდი, ვინ ვიყავი, რომელი და როგორი ქვეყნიდან... ინგლისურად არ საუბრობდნენ, რუსული არ იცოდნენ, მე კი ფლამანდრიული არ ვიცოდი. პირველად სამსახურში რომ ამიყვანეს, სიამაყით, თავაწეული ვალაგებდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ უფრო მეტად იმის მრცხვენოდა, კომუნიკაციის პრობლემა რომ მქონდა. ჩემს თავზე ვბრაზობდი, უფრო მეტი რატომ არ ვისწავლე და ზუსტად ამან მომცა ბიძგი, მებრძოლა და მათზე მაღლა დავმდგარიყავი. მე ეს შევძელი!

- ძლიერი ქალი ხართ?
- კი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ამის თქმა. ბევრი რამ გავიარე, მაგრამ არ იცით, რა ამბები გადავიტანე საქართველოში 2011 წელს. დაკავებულიც ვიყავი ერთი კვირით. ამ ბრძოლაში ყველა შემომეცალა, მაგრამ მაინც არ შემშინებია, რადგან მართალი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ შვილები საიმედო ხელში იყვნენ და მე ყველაფერს გავუძლებდი. თანაც, არც პირველი ვიქნებოდი და არც უკანასკნელი, ვისაც უსამართლოდ დასჯიდნენ. მოკლედ, ბიზნესი მქონდა, ხე-ტყის ჭრის ლიცენზია. ერთ-ერთი პიროვნების ხელით ქონებას მართმევდნენ. საქმის გარჩევებზე დავყავდი შუაღამისას, ქონების გადაფორმება უნდოდათ. ერთი კვირა სუს-ი და კუდ-ი ჩემს სახლში ცხოვრობდა. ჩემი ციხეში გამომწყვდევა უნდოდათ, მაგრამ ვერ გამოუვიდათ. ჯერ კიდევ დავაშია ეს საქმე. არ დავღლილვარ, ბოლომდე ვიბრძოლებ. 2015 წელს რაც "ნაცებმა" დამაკლეს, "მეოცნებეებმა" დააგვირგვინეს. ესენი ხომ ერთმანეთზე გადაჯაჭვულები არიან. ის, რაც საქართველოში ხდება, ჩემთვის მტკივნეულია. ყველამ რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენზე მაგარი ქვეყანა არავის ექნება. საქართველოს გარეშე ვერ ვძლებ, ავად ვარ, თვეში ერთხელ მაინც რომ არ ჩამოვფრინდე, მიუხედავად ჩემი დატვირთული გრაფიკისა - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობის გარდა, ერთ-ერთი კომპანიის იურისტიც ვარ, "ემიგრანტის სახლის" პრეზენტაცია გვექნება წელს, აპრილის თვეში და ამისთვისაც ვემზადებით. ადვილი ხომ არ არის ერთმა ჩვეულებრივმა ემიგრანტმა 18 ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები გააერთიანოს? ყველა საქმეს დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

- აქ ახლობლები გყავთ და მათ სანახავად ჩამოდიხართ? თქვენს ოჯახზეც მომიყევით, შვილებზე...
- შეიძლება ითქვას, მანდ დეიდაჩემის გარდა აღარავინ მყავს, მშობლებიც, შვილებიც, დედმამიშვილებიც - ყველანი აქ არიან. სამი შვილი მყავს, ვაჟი 26 წლისაა, ბიზნესმენი. 20 წლის ელენე პოლიტიკისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. სხვათა შორის, კალათბურთელია, საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, ასევე, არის ქართული დიასპორის, ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ბელგიაში, მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ელჩების კონკურსში, ჯერჯერობით შედეგები არ ვიცით. უმცროსი, ნატალი კი 19 წლისაა და ბრიუსელის უნივერსიტეტში სოციალურ სამართალს ეუფლება. ნატალი საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში და წელს, ზაფხულში გეგმავს ჩამოსვლას.

- საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ?
- მე ყოველდღე ვგეგმავ დაბრუნებას. შესაძლებლობა რომ მქონდეს, მანდ გავაკეთო ის საქმე, რაც მინდა და რასაც აქ ვაკეთებ, აუცილებლად დავბრუნდებოდი. ჩემი შვილებიც ამბობენ, რომ სურთ, წლების მერე თავიანთი გამოცდილება საქართველოს მოახმარონ. გაგრძელება

владимир григолая
27 იანვარი 2020 21:34
ар гецкинот, маграм гамокитхвас аклиа квелазе мтавари ситква. гурулад ром вткват: абдали.

რუბრიკის სხვა სიახლეები
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები