არსებული ინფორმაციით, თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. თვითმხილველების ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანია დაშავებული და ისინი "ნიუ ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილები.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"