გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ - ისინი ჩინეთიდან ჩამოსულ ქალს აკვირდებიან - კვირის პალიტრა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ - ისინი ჩინეთიდან ჩამოსულ ქალს აკვირდებიან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ, ისინი ჩინეთიდან 12 დღის წინ ჩამოსულ ქალს აკვირდებიან.

ოჯახის ექიმი ადასტურებს, რომ ქალმა მედიკოსებს მიმართა, თუმცა საგანგაშო არაფერია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"გუშინ მას მკურნალობა დაენიშნა. ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია. სახლში აგრძელებს მკურნალობას. დაკვირვების ქვეშ იმყოფება", - აღნიშნა ექიმმა.

იხილეთ განახლებული ინფორმაცია: "ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა" - რას ამბობს პაატა იმნაძე?

"ინტერპრესნიუსი"