ავარიას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავარიას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორის გასასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავარიის შედეგად არასრულწლოვანია გარდაცვლილი, 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდა კი სხეულის მძიმე დაზიანებებით თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, ავარია გორიდან სოფელ ტინისხიდის გასასვლელში, ერთი მიმართულებით მოძრავი 2 ავტომანქანის შეჯახების შედეგად მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"