რუსთავში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით გარდაიცვალა - მათი 25 წლის შვილი ჰოსპიტალიზებულია - კვირის პალიტრა

რუსთავში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით გარდაიცვალა - მათი 25 წლის შვილი ჰოსპიტალიზებულია

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით, ორი ადამიანი გარდაიცვალა, მესამე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გარდაცვლილები 53 და 57 წლის ცოლ-ქმარი არიან, მათი 25 წლის შვილი კი ჰოსპიტალიზირებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, ოჯახი ლეონიძის ქუჩაზე ნაქირავრებ ბინაში ცხოვრობდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და "სოკარ-ჯორჯია გაზის" თანამშრომლები.

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი გასულ კვირასაც გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"