"დედას გიტირებთ, თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ ნაძირალათა ხროვა ხართ" - კვირის პალიტრა

"დედას გიტირებთ, თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ ნაძირალათა ხროვა ხართ"

მე თქვენ დედას გიტირებთ. თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ არაფერი ხართ, ნაძირალათა ხროვა ხართ. ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება, - ასე მიმართავს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღევანდელ ხელისუფლებას.

მან სასწრაფო დახმარების მანქანა, სადაც მას შემდეგ რაც შეუძლოდ გახდა, პირველადი დახმარება გაუწიეს, უკვე დატოვა და განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი ეს მიმართვა მუქარა არ არის. ის ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს. მისივე ინფორმაციით, მას მაღალი თანამდებობის პირებმა უთხრეს, რომ რეალურად შეცდომა მოუვიდათ, თუმცა ამ შეცდომის აღიარება უჭირთ.

"დღეს ამ სახელმწიფოში არანაირი ინსტიტუცია არ არის, არც ხელისუფალია, არც პარლამენტია, არც პროკურატურა, არც სასამართლო. მე მალხაზ მაჩალიკაშვილს მომიკლეს უდანაშაულო მძინარე ბავშვი, შემდგომ ამ ბავშვს დააბრალეს ტერორიზმი, ეს ბავშვი არც ერთხელ დაკითხულა, მესამე წელია დუმს ცივი სამარეში. ამ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დაამარცხოს უდანაშაულოდ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა. ამ სახელმწიფომ გადაწყვიტა ყველა თავისი ბინძური მექანიზმით მებრძოლოს მალხაზ მაჩალიკაშვილს. ვნახოთ ვინ ვის აჯობებს. დრო გვიჩვენებს, დრო იტყვის თავის სათქმელს ჩემთან ერთად. ნუთუ ყველას ერთად გაუწყდა შუბლის ძარღვი, როცა პროკურატურამ 2 წლის მერე გამოდის და აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ გამოძიება შეწყდა", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მანვე პარლამენტში მისვლის მიზეზზეც ისაუბრა.

"შევქმნათ საგამოძიებო კომისია და გავცეთ პასუხი საზოგადოებას რაშია საქმე, გამეცით პასუხი. ხელისუფლებას ეს ხომ მოუწევს, რომ ამაზე პასუხი გამცეს, ესენი ხომ ყველა პასუხს აგებენ. ზუსტად ვიცოდი, რომ მათ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, უბრალოდ, შეცდომა მოუვიდათ. ამ შეცდომის აღიარება გაუჭირდათ და ამ შეცდომის გადაფარვაში მთელი სტრუქტურები ჩაება. მე პირადად მეუბნებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, ვიცით ბატონო ვახა, ვიცით ეს შეცდომაა, დანაშაულია, მაგრამ ამის აღიარება გვიჭირს. მე ამას მოგონილს არ ვამბობ, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩემთვის ნათქვამს ვყვები. დღეს ეს სურათი დადგა, ვიცოდი სხვა არაფერი იქნებოდა, ამას მოველოდი. არც ერთ მათგანს, "ქართული ოცნების" არც ერთ წევრს არ მივცემ საშუალებას, კამერის წინ დადგეს, ამას დაგანახებთ, მთელ ქვეყანას ამ გახრწნილ ხროვას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ყველა ერთნაირი კრინალია, ადამიანური ჩარჩოდან ამოვარდნილი ნაძირალაა. ამას მოგმართავთ მე, ვახა ტერლოევი, მთელ სახელისუფლებო ორგანოებს, დედას გიტირებთ, მე თქვენ დედას გიტირებთ. ეს მუქარა არ არის. კანონის ჩარჩოებიდან გაუსვლელად, პოლიტიკურად ვეუბნები, დედას გიტირებთ. თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ არაფერი ხართ, ნაძირალათა ხროვა ხართ. ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"