ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციურში შეყვანილ არც ერთს პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციურში შეყვანილ არც ერთს პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ინფექციურში შეყვანილი 4 პირიდან, კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

"გუშინ იყო 4 შემთხვევა, რომელიც ჩვენი კლასიფიკაციით არ ჯდებოდა სავარაუდო შემთხვევათა განსაზღვრებებში, მაგრამ მაინც იქნა მათზე განსაკუთრებული ზედამხედველობა დამყარებული. 2 ჩინელი ბავშვი, ტყუპები, რომლებიც გადმოყვანილები იყვნენ ყაზბეგიდან ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, სწრაფი ტესტებით დაუდასტურდათ, რომ იყო A ტიპის H1N1 ვირუსი. შემდეგ ეს
ლუგარის ლაბორატორიაშიც დადასტურდა, რასაც საზოგადოება "ღორის გრიპს" ეძახის, ანუ კორონავირუსული ინფექცია გამოირიცხა. რაც შეეხებოდა ორ ჩვენს თანამემამულეს, ქალს და კაცს, რომლებიც შემოვიდნენ ჩინეთიდან სხვადასხვა გზებით, ერთმა თვითდინებით მიმართა ინფექციურს და მეორე აეროპორტიდან იქნა გადაყვანილი. ისინიც გაიტესტდნენ სწრაფი ტესტით გრიპზე. აღმოჩნდა ნეგატიური, ანუ გრიპი არ იყო.
დღეს მათი ჯანრმთელობა სრულად დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გუშინვე აღებული იქნა სინჯები მოლეკულური კვლევებისთვის.

"სინჯები ორჯერ გავტესტეთ. ჩვენ ვდგამთ 22 ვირუსზე რეაქციას, მათ შორის 5 კორონავირუსის ტიპზე და მათ შორის მერსიკომზე, რომ აღარ ვთქვათ გრიპი და ა.შ. მერსიკოვი იყო კორონავირუსი, რომელმაც 2012 წელს გამოიწვია ეპიდაფეთქება. არცერთ ვირუსზე იქ დადებითი რეაქცია არ იყო. მაგრამ იმის გამო, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ის სუბტიპი კორონავირუსზე, რომელიც ტრიალებს ჩინეთში, ეს გვექნება, იმედი მაქვს, სამშაბათს ან ოთხშაბათს. გადავწყვიტეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები სრულად ჯანმრთელები არიან, მათი სინჯები გავგზავნოთ როტერდამში, სადაც მოხდება იმ სუბტიპზე გატესტვაც. გრძელდება მუშაობა ქვეყანაში ფართოდ გაშლილი ფრონტით. დღეს სამინისტროში შეიკრიბება საკოორდინაციო საბჭო. პანიკის საფუძველი არ არის ქვეყანაში, თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში. მნიშვნელოვანია, სწორი ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის იმპორტი და თუ ეს მაინც მოხდა, დროულად გატარდეს შესაბამისი ზომები," - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?