ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში - კვირის პალიტრა

ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარეობს უამრავი ეპიდემიოლოგიური კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მისივე თქმით, ამერიკელ მეცნიერებს აქვთ მოსაზრება ვირუსის შესაძლო პრევენციასთან დაკავშირებით:

"ამერიკელ მეცნიერებს აქვთ საინტერესო თეორია, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია დაიცვას ადამიანი კორონავირუსისგან.

ეს მოსაზრება არსებობს, იმიტომ რომ ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, ბავშვებში პრაქტიკულად არ არის ვირუსის მძიმე შემთხვევები, ასევეა ახალგაზრდებშიც. გარდაცვლილთა შორის კი უმრავლესად არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ჰქონდათ.

თუმცა, ყველა თეორია ჯერ არ არის მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული, ასე რომ თეორიებზე ჯერ საუბარი არ შემიძლია" - განაცხადა იმნაძემ. გაგრძელება