"და ეჭვობს, რომ სხვაში აერიათ..." - რას ჰყვებიან თურქეთში მოკლული ქართველი ქალის ახლობლები" - კვირის პალიტრა

"და ეჭვობს, რომ სხვაში აერიათ..." - რას ჰყვებიან თურქეთში მოკლული ქართველი ქალის ახლობლები"

თურქეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. ქალი მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა ქალაქ კაისერში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, 53 წლის ირმა კრავეიშვილთან ერთად მანქანაში 28 და 37 წლის ქალები ისხდნენ, რომლებიც მძიმედ არიან დაჭრილნი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სამ ქალზე თავდასხმის მიზეზი. თურქული პოლიცია დამნაშავეებს უკვე ეძებს.

გარდაცვლილის ახლობლის ინფორმაციით, ირმა კრავეიშვილი თურქეთში ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობდა. მისი თქმით, თავდასხმა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოხდა.

"ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაესხა თავს ქალბატონებს. ირმა კარგა ხანია თურქეთში, ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობდა. სამი ადამიანი მძიმედაა დაჭრილი და საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ხოლო ირმას ტყვია გულში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. ძალიან თბილი და მშრომელი ადამიანი იყო. კარგად იცოდა თურქული და ყველას ეხმარებოდა. ძალიან ბევრს დაეხმარა და გაუკვალა გზა თურქეთში. ძალიან რომ უჭირდათ ისეთ ოჯახებს. რას ერჩოდნენ, გაოცებული ვართ, ვერაფრით ვხსნით ამ ამბავს" - განუცხადა AMBEBI.GE- ს გარდაცვლილის ახლობელმა.

AMBEBI.GE გარდაცვლილის კიდევ ერთ ნათესავს ესაუბრა:"შოკშია ყველა, მთელი მისი სანათესაო. ექვსი წელი თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახი არ ჰყავდა. მხოლოდ ერთი და ჰყავს. იხილეთ სრულად