"არ შეიძლება ხალხის გრძნობებზე თამაში" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სოცქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებზე? - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება ხალხის გრძნობებზე თამაში" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სოცქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებზე?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში ხალხის გრძნობებზე თამაში არ შეიძლება.

მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში ადამიანები ერთმანეთში გვერდში უნდა ამოუდგნენ.

"მდგომარეობა სერიოზულია მთელ მსოფლიოში. ამ დროს ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა ამოვუდგეთ. მივმართავ ამ ადამიანს, ნუ თესავთ პანიკას მოსახლეობაში. გუშინ მომცეს ინფორმაცია, რომ ღამე დადგა უკვე რიგები პირბადეებთან დაკავშირებით, არ შეიძლება ხალხის ფაქიზ გრძნობებზე თამაში განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც მოსახლეობაში ისედაც არის მღელვარება", - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ცნობილია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებს გამოეხმაურა. როგორც ცენტრის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი ვრცელდება, რაც დეზინფორმაციაა.

"ინტერპრესნიუსი"