"პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა" - კვირის პალიტრა

"პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა"

პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან ზუსტი ინფორმაცია ყოველთვის ექნება.

"პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ასე ვთქვათ, ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა. ამიტომ პირველ რიგში ძალიან ვთხოვ ყველას, ნერვები დაიწყნაროს. ყველაფერი, რაც საჭიროა, ზუსტი ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ.

ჩვენი მოქალაქეები ძალიან შეგნებულები არიან, ვინც კი ჩინეთში იყო, ვთქვათ, ორი კვირა კი არა, უფრო მეტი ხნის მანძილზეც, ისინი მიდიან ექიმებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები არიან. პრობლემა არ არის, თუ იქნება შემოსული ასეთი პირი, მას გაეწევა ყველანაირი დახმარება, იქნება შესაბამისად იზოლირებული. ასე რომ, ჩვენ ყველამ გავაგრძელოთ ჩვენი ნორმალური ცხოვრება და მივყვეთ რეკომენდაციებს, რომელიც ყველა ეტაპზე სიტუაციის შესაბამისი იქნება", - განაცხადა იმნაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო