"სამტრედიაში კახა კალაძის მამის ბუცებს ვაპრიალებდი"
"სამტრედიაში კახა კალაძის მამის ბუცებს ვაპრიალებდი"
"ქიშო პაპა კლიენტის შეთვალიერებას შორიდან იწყებს.­ აკვირდება სიარულის მანერას, მიხრა-მოხრას და როცა სავარძელში მოკალათდებით, მან უკვე იცის, ვისთან აქვს საქმე. ეგ კი არა, ორჭოფობის გარეშე თქვენს ხასიათსაც დაადგენს, იმიტომ, რომ ფეხსაცმელი "კაცის სახეა"..."

თუ ვინმე გეტყვით, რომ თბილისური სული უკვ­ალოდ გაქრა, არ დაიჯეროთ. უბრალოდ, ჩვენებურებს სჩვევიათ წუწუნი,­ რომ ადრე შაქარი უფრო ტკბილი იყო, მარილი უფრო მლაშე, ხოლო თბილ­ისი უფრო ლამაზი და კოლორიტული.

ტფილისში ყველა ეთნოსს საკუთარი ხელობა ჰქონდა. აი, მაგალითად,
სომხები­ ხარაზები, ანუ როგ­ორც თბილისელები ეძახიან, "საპოჟნიკები" იყვნენ და ამ საქმეში ბადალი არ ჰყავდათ; გერმანელებს აფთიაქები ჰქონდათ, განთქმული პროვიზორები იყვნენ, განთქმული­ არქიტექტორებიც, სოფლის მეურნეობითაც იყვნენ დაკავებული; ებრაელების საქმე ვაჭრობა იყო, ქალაქის დალაგება-დასუფთავება კი ქურთებს ებარათ - ქუჩებს ადრიანად შეესეოდნენ ყურებზე უზარმაზარ ულვაშგადავარცხნილი­ კაცები­ და სართულ-სართულ
დაფენილი,­ ჭრელაჭრულა კაბებში გამოწყობილი იეზ­იდი ქალები.…ტფილისქალაქის ნავთით მომარაგებისა და ფეხსაცმლის გაპრიალების­ საქმე კი ოდითგან ასირიელებს, იმავე აისორებს ებარათ. მათი უმრავლესობა საქართველოში საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩამოსახლებული ასურელების შთამომავლები­ არიან.

ქიშო, ჟორა, მიშა, რაფიკა, სერგო, ანზ­ორი და თემური - ფეხსაცმლის გაპრიალების ოსტატები თბილისში სულ შვიდნი­ დარჩნენ. ეს ხელობა მამებისა და ბაბუებისგან ისწავლეს და ზოგიერთ მათგანს ძველი ჯაგრისები რელიკვიასავით აქვს შემონახული. უკვე ასაკში შესულები ამბობენ, რომ ცოტაც და, თბილისიდან ფეხსაცმელების ბოლო მწმენდავებიც გაქრებიან, რადგან ახალ თაობას ეს საქმე აღარ აინტერესებს.­ ხალხშიც სულ უფრო ცოტაა ისეთი, ვინც ფეხსაცმელების გასაწმენდად საგანგებოდ­ მიდის. თუმცა თბილისში­ ჯერ კიდევ დგას ფეხსაცმლის მწმენდავების მოძველებული სავარძლები, ჯაგრ­ისებისა და საც­ხების მთელი მოწყობილობით და იქვე წამ­ოსკუპებული ოსტატით. ჯერ კიდევ­ ოცდაათიოდე­ წლის წინ ქალაქში ლამის ყველა ნაბიჯზე­ შეხვდებოდით მაღალი ხის სკამს და მის წინ დაბალ ტაბურეტზე მოკალათებულ ფეხსაცმლის მწმენდავს, დღეს კი მათი ნახვა მხოლოდ სადგურის მოედნის ტერიტო­რიაზეა შესაძლებელი. მარტო ამ პატარა კუნძულზეღაა შემორჩენილი "ჩისტილშიკების" არტელი.
ფეხსაცმლის მწმენდავები საცხს თავად ამზადებენ. უფრო სწორად, ტრადიციულად, ერთი კაცი ამზადებს, დანარჩენები კი მისგან ყიდულობენ. თურმე საცხის მოხარშვის საქმეც მემკვიდრეობით გადაეცემა.

რაღა თქმა უნდა, ქიშოსაც აქვს ასეთი­ საცხები. თხუთმეტიოდე წუთი და, როგ­ორც ის ამბობს, თქვენს ფეხსაცმელს ვერც ტალახი დააკლებს ვერაფერს და ვერც წვიმა. იყო დრო, როცა ქალაქელი კაცის­ დილა ფეხსაცმლის მწმენდავთან ვიზიტით იწყებოდა. მიესალმებოდა, ჩამოუჯდე­ბოდა, "ტუფლებს" სარკესავით გაილაპლაპებდა­ და მერე დაფიქრდებოდა, სად წასულიყო - სახაშეში თუ სახინკლეში... მას მერე ბევრმა­ წყალმა ჩაიარა, ბევრი რამ შეიცვალა­. ფეხსაცმლის მწმენდავებსაც კლიენტი შემოაკ­ლდათ.

74 წლის ქიშო პაპაც აისორია. მისი ნამდვილი­ გვარი ბიტ აშიქ შაიაა, თუმცა ყველა ქიშო ნაკაშიძედ იცნობს. 55 წელია ამ საქმით არის დაკავებული და დღესაც ბაბუის დანატოვარი ჯაგრისებით აპრიალებს ფეხსაცმელს. პაპის და შემდგომ მამის პროფესიას არ უღალატა და ბოლომდე გაჰყვა. გული სწყდება, რომ მისმა შვილმა არ მოინდომა, ამ საქმეს გაჰყოლოდა.

- სამტრედიაში ვცხოვრობდი და პატარა ჯიხური მქონდა, სულ ფეხბურთელების სურათებით მორთული. კახა კალაძის მამის, კარლო კალაძისა და სხვა ფეხბურთელების ბუცებს ვაპრიალებდი. რომ გაუფუჭდებოდათ, მაშინაც ჩემთან მოჰქონდათ. ხურცილავა, რეზო ძოძუაშვილი... სულ ჩემთან მოდიოდნენ.

სადგურზე ეს ადგილი ცხონებულმა ბიძაშვილმა­ დამიტოვა... ასე მითხრა,­ ჩემს შვილს თუ მოუნდება, დააჯინეო და მანამდე­ მე ვზივარ. ჩვენ შემდეგ თაობას ეუხერხულება ეს საქმე. მე სამტრედიიდან ჩამოვედი, აქ ვიქირავე ბინა, 43 ლარს ქირაში ვიხდი. დილის 8 საათზე მოვდივარ და თუ წვიმამ არ შემიშალა ხელი, საღამომდე აქ ვზივარ. დღეში, ყველაზე ბევრი, 18 ლარი გამიკეთებია, მაგრამ მიყვარს ჩემი პროფესია, მიხარია, სუფთა და გაპრიალებულ ფეხსაცმელს რომ ვუყურებ. სუფთა ფეხსაცმელი ადამიანის კულტურაზე მეტყველებს. ბაბუ, თუ კიდევ გამოივლით სადგურის მოედანზე, მეც აქ დაგხვდებით და ფეხსაცმელებს გაგიპრიალებთ...

P.S. შეთვალიერებას შორიდან იწყებს.­ აკვირდება თქვენი სიარულის მანერას, მიხრა-მოხრას და როცა სავარძელში მოკალათდებით, მან უკვე იცის, ვისთან აქვს საქმე. ეგ კი არა, ორჭოფობის გარეშე თქვენს ხასიათსაც დაადგენს, იმიტომ, რომ ფეხსაცმელი "კაცის სახეა". თუ ქუსლები მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ნაპირებზეა გაცვეთილი, მაშინვე ხვდება, რომ თავის მსგავს­ მშრომელ ადამიანთან აქვს საქმე, თუ შიგნითა მხრიდან, ესე იგი, კაცი ჩაკეტილია; მაგრამ თუ ქუსლი არ არის გაცვეთილი, იცოდეთ, ასეთ კაცს უნდა უფრთხილდეთ... ჰოდა, წინდაწინ იცის, როგორ გელაპარაკოს და მეტიც, რამდენად შეგიფასოს გაწეული სამსახური.

ზურა სოლომნიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?