უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია საფრნაგეთში განხორციელდა - კვირის პალიტრა

უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია საფრნაგეთში განხორციელდა

საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ფრანგულმა მხარემ ჩინეთის პროვინცია უხანიდან განახორციელა, საფრანგეთში არიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სპეციალური თვითმფრინავი ქალაქ ისტრში დაეშვა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა საფრანგეთში საქართველოს ვიცე-კონსული. მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ. ისინი 14 დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან.

"საფრანგეთში საქართველოს საელჩო პირად კავშირზე რჩება, როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე ფრანგულ მხარესთან. ამასთან, გაცნობებთ, რომ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევა და შედეგად არ დაუდგინდათ კორონავირუსი, თუმცა რჩებიან ადგილზე საკარანტინო პერიოდის დასრულებამდე", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"