ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტი თავს კარგად გრძნობს - რას ამბობენ ექიმები?
ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტი თავს კარგად გრძნობს - რას ამბობენ ექიმები?
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს. მათივე ცნობით, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სტაციონარიდან მაშინვე გაეწერებიან, როგორც კი ქალაქ როტერდამის ლაბორატორიიდან მათი ბიოლოგიური მასალის დასკვნას მიიღებენ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტების კლინიკაში დატოვება პრევენციის მიზნით მოხდა, რადგან ისინი ჩინეთიდან მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდნენ საქართველოში.

მედიკოსების თქმით, ახალი კორონავირუსის საქართველოში
გავრცელება მინიმალური შანსია, ვინაიდან საზღვრები კონტროლდება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?