როგორი ამინდი იქნება საქართველოში 4 თებერვალს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 4 თებერვალს

4 თებერვალს საქართველოში წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარიც.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.