ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ბავშვი და ერთი ქალი - კვირის პალიტრა

ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ბავშვი და ერთი ქალი

ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე ხანძარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

გარდაცვლილია ოთხი ბავშვი და ერთი ქალი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

"ინტერპრესნიუსი"