დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო - კვირის პალიტრა

დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო

ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანია გარდაცვლილი. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.თითქმის სრულადაა დამწვარი ორსართულიანი სახლი.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი სახლში თვითნებურად იყო შესახლებული და ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ.

ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ცხედრები ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

"ინტერპრესნიუსი"