მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის თაობაზე Ambebi.ge-ს მისმა ნათესავმა, მსახიობმა იმედო კახიანმა დაუდასტურა.

"როგორც იცით, ლალის მძიმე დაავადება ჰქონდა - სიმსივნე. ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა და ორი საათის წინ კლინიკაში გარდაიცვალა", - აღნიშნა კახიანმა.

ლალი ბადურაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა", რომელშიც შეასრულა შორენას როლი. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო "ქართული ფილმის" რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ლალი ბადურაშვილს სიმსივნის დიაგნოზი გასულ წელს დაუსვეს.