თბილისში მშენებარე კორპუსიდან ორი ადამიანი გადმოვარდა, ერთი დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან ორი ადამიანი გადმოვარდა, ერთი დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მეტროსადგურ "გოცირიძეს" მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

"ინტერპრესნიუსი"